logo
ENG



ბოკუჩავა გახარიას შეთავაზებაზე: კონსულტაციებზე მზად ვართ... გახარიამ გადაწყვიტოს სად დგას

07 ოქტ 202118:13
3 წუთის საკითხავი
clock 1917
ბოკუჩავა გახარიას შეთავაზებაზე: კონსულტაციებზე მზად ვართ... გახარიამ გადაწყვიტოს სად დგას

ნაციონალური მოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა პარტია საქართველოსთვის ლიდერის გიორგი გახარიას შემოთავაზებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ყოფილი პრემიერი ენმ-ს და ქართულ ოცნებას საკრებულოს დაკომპლექტებისთვის ღია მოლაპარაკებებს სთავაზობს. ბოკუჩავა ამბობს, რომ ამ კონსულტაციებისთვის მზად არიან. 

როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, ახლა გახარიამ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა საბოლოოდ გახდეს ნათელი - არის ის ოპოზიციაში თუ "ბიძინა ივანიშვილის პროექტია"

"არჩევნებამდე გიორგი გახარია ამტკიცებდა, რომ ის არის ოპოზიცია, არჩევნების შემდეგ მას აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ არა ფუჭი სიტყვით, არამედ კონკრეტული ქმედებით დაამტკიცოს, რომ ის არის ოპოზიციაში, თუ ის არის ივანიშვილის პროექტი. რა თქმა უნდა ამის დამტკიცების შესაძლებლობა არის მისი პოზიციონირება ყველგან საკრებულოებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, იმიტომ რომ ბევრი საკრებულოა, სადაც ოპოზიციას ერთობლივად შეუძლია მოახდინოს კოალიციური მთავრობის ფორმირება ადგილობრივ დონეზე.

საჯარო იქნება თუ არა საჯარო, მრგვალი თუ ოთხკუთხედი მაგიდის ირგვლივ, მთავარია რომ ამ ადამიანმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, იმასთან დაკავშირებით თუ სად დგება, ოპოზიციასთან თუ ხელისუფლებასთან... ბუნებრივია რომ ამ კონსულტაციებზე ჩვენ მზად ვართ, იმიტომ რომ ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილია მოხდეს ოპოზიციური კოალიციური მთავრობების ფორმირება ადგილობრივ დონეზე", - განაცხადა ბოკუჩავამ. 


close დახურვა