logo
ENG



ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა

08 ოქტ 202111:52
3 წუთის საკითხავი
clock 1688
ბათუმელები / FB Live

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამაშველო სამსახურები.  ამ წუთებში შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

თვითმხილველების თქმით, არ იციან ზუსტად რა მოხდა, თუმცა აფეთქების ხმა გაიგეს, რის შემდეგაც შენობის ნაწილი ჩამოინგრა.

ამ დროისთვის უცნობია, არის თუ არა მსხვერპლი.


close დახურვა