logo
ENG



ბათუმში ნანგრევებში მოყოლილი კიდევ ერთი, რამდენიმე თვის ბავშვი ამოიყვანეს

08 ოქტ 202113:02
3 წუთის საკითხავი
clock 2239
2021/10/08/gohtw9qdxtbo0pa.jpg

ბათუმში ნანგრევებიდან კიდევ ერთი, რამდენიმე თვის ბავშვი ამოიყვანეს. როგორც ფორმულას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში უთხრეს, ის კლინიკაში გადაჰყავთ.

მანამდე, ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან სამაშველო სამსხურმა მცირეწლოვანი ამოიყვანა. 

მეზობლის თქმით, ის შოკურ მდგომარეობაშია და საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი რამდენიმე წუთის წინ ჩამოინგრა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამაშველო სამსახურები.  ამ წუთებში შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

თვითმხილველების თქმით, არ იციან ზუსტად რა მოხდა, თუმცა აფეთქების ხმა გაიგეს, რის შემდეგაც შენობის ნაწილი ჩამოინგრა.


close დახურვა