logo
ENG



"რეალობას აცდენილია" - პაპუაშვილი ევროპარლამენტარების კრიტიკაზე

08 ოქტ 202116:59
3 წუთის საკითხავი
clock 521
"რეალობას აცდენილია" - პაპუაშვილი ევროპარლამენტარების კრიტიკაზე

ქართული ოცნების წევრის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროპარლამენტარების, ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს განცხადება ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით "რეალობას აცდენილია". როგორც ის აფასებს, აღნიშნულ განცხადებაში "კანონის უზენაესობის უპატივცემულობაა".

"ისინი არიან ნაციონალური მოძრაობის პარტნიორი დეპუტატები. ეს არის კიდევ ერთხელ რეალობას აცდენილი მათი განცხადება. ამ,მ განცხადებაში არანაირი თანაგრძნობა სააკაშვილი დანაშაულების მსხვერპლთა მიმართ არ არის. ამ განცხადებაში არის სრული უპატივცემულობა კანონის უზენაესობის. ამ განცხადებაში არის ძალიან ბევრი სიმპათია სააკაშვილის მიმართ. სამწუხაროა, რომ ასეთ განცხადებებს ვხედავთ, სადაც არის ბევრი ლობიზმი სააკაშვილის მიმართ", - განაცხადა პაპუაშვილმა.

"როგორც ჩანს სააკაშვილის საკითხი გახდა ტესტი იმისთვის, რომ გავარკვიოთ, ვინ არის საქართველოს ნამდვილი მეგობარი და ვინ არის სააკაშვილის მეგობარი", - დაამატა პაპუაშვილმა.

ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურებიან და პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას აკრიტიკებენ

კერძოდ, ევროპარლამენტარები ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, "თუ სააკაშვილი კარგად არ მოიქცევა, მას მუხლებს დაუმატებენ", საჯარო მუქარად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის ქვეყნებში მსგავსი განცხადების გამო, ხელისუფლების წარმომადგენელი თანამდებობიდან გადადგებოდა. 


close დახურვა