logo
ENG



იტალიაში 12 წელს ზემოთ მოსახლეობის 80% აცრილია კოვიდვაქცინით

11 ოქტ 202110:05
3 წუთის საკითხავი
clock 1176
იტალიაში 12 წელს ზემოთ მოსახლეობის 80% აცრილია კოვიდვაქცინით
AP

იტალიაში 12 წელს ზემოთ მოსახლეობის 80% უკვე აცრილია კოვიდვაქცინით. კერძოდ, დაახლოებით, 60 მილიონი ადამიანიდან 43 მილიონი სრულად ვაქცინირებულია. 

კოვიდ-19-ის კომისიის მრჩეველმა გვიდო რასიმ განაცხადა, რომ ვაქცინაცია შეამცირებს დაინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს. 

ამ შედეგს იტალიამ 10 ოქტომბერს მიაღწია. ერთი დღით ადრე, 9  ოქტომბერს ქვეყანაში ვაქცინაციის პასპორტების წინააღმდეგ გაიმართა პროტესტი, რომელიც შემდეგ ძალადობაში გადაიზარდა. 

ზაფხულის დაწყებიდან იტალიაში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი სტაბილურად მცირდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით 131 274 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა მაჩვენებელი ქვეყანაში ყველაზე მაღალია ევროპის მასშტაბით, ბრიტანეთის შემდეგ და მე-9 ადგილზეა მსოფლიოს მასშტაბით. პანდემიის განმავლობაში, იტალიაში ჯამში კორონავირუსის 4,7 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა.

 


close დახურვა