logo
ENG



თბილისში სრულად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 52%, საქართველოს მასშტაბით - 30.8%

12 ოქტ 202113:48
3 წუთის საკითხავი
clock 713
თბილისში სრულად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 52%, საქართველოს მასშტაბით - 30.8%
საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, თბილისში სრულად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 52%. საქართველოს მასშტაბით კი - 30.8%.

როგორც გამყრელიძემ თქვა, თბილისსა და აჭარაში ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელია, რამაც ინფიცირების ახალი შემთხვევები შეამცირა.

"100 000 მოსახლეზე გადათვლით, შემთხვევათა რაოდენობა ყველაზე ნაკლები გვაქვს თბილისსა და აჭარაში, იმიტომ, რომ ყველაზე მაღალია აცრის მაჩვენებელი. თბილისში 52% არის აცრილი, 60%-იან თამასას მივუახლოვდით და ასევე, საკმაოდ მაღალი გვაქვს აჭარაში", - განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 002 488 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.3%. 24 საათში 6 817 ადამიანი აიცრა.


close დახურვა