logo
ENG

გამყრელიძე: რადგან უარესდება სიტუაცია, ვიკვლევთ, ახალ შტამთან ხომ არ გვაქვს საქმე

12 ოქტ 202113:55
3 წუთის საკითხავი
clock 272

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით კვლევა მიმდინარეობს.  ამაზე მან ჟურნალისტებთან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"ვიკვლევთ [ახალ შტამს]. ერთ-ერთ ფაქტორად გვინდა გამოვრიცხოთ იმიტომ, რადგან ასეთი ნახტომი გვქონდა და უარესდება სიტუაცია, ახალ შტამთან ხომ არ გვაქვს საქმე, ჯერ დელტაა ყველა", - თქვა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის 4 774 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 37 პაციენტი გარდაიცვალა.

12 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში სრულად აცრილია 30.8%.

close დახურვა