logo
ENG



დეპუტატები, ომბუდსმენი და მინისტრები სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგზე მსჯელობენ

13 ოქტ 202120:20
3 წუთის საკითხავი
clock 1283
2021/10/13/w89m1djsdxe9x6b.png

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრი პარლამენტის წევრებს, ჯანდაცვის მინისტრს და სახალხო დამცველს ხვდება. 

შეხვედრაზე, რომელიც იუსტიციის სამინისტროში მიმდინარეობს, მსჯელობენ უწყების შეთავაზებაზე, განხორციელდეს მონიტორინგი მსჯავრდებულ/ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობისა და ჯანმრთელობის შესახებ. 

იუსტიციის სამინისტრომადამიანის უფლებების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუდნაძეს 12 ოქტომბერს სთხოვა, საზოგადოებისთვის პროცესის მეტი გამჭვირვალობისთვის, ჩაერთონ მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის მონიტორინგში. 

სამინისტრომ თანამშრომლობისთვის მიმართა სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს სთხოვა, "პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და დეტალური ანალიზის მიზნით გამოიყოს ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი". 

მიხეილ სააკაშვილი უკვე 13 დღეა, შიმშილობს. 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ლ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. ყოფილმა პრეზიდენტმა შიმშილობა დაკავების შემდეგ დაიწყო. 

ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, შიმშილობის შედეგად ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მისი ინფორმაციით. სააკაშვილს გადაადგილებასა და მეტყველებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, ასევე, დაუსივდა ფეხებიც. 


close დახურვა