logo
ENG



პროფკავშირების ინფორმაციით, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მუშა დაშავდა და გარდაიცვალა

16 ოქტ 202123:15
3 წუთის საკითხავი
clock 1382
ფოტო: მეტალურგთა პროფკავშირები

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ერთ-ერთ ობიექტზე სადემონტაჟო სამუშაოების შესრულებისას მილი ჩამოვარდა და 65 წლის კაცს დაეცა. მან თავზე დაზიანებები მიიღო, რის გამოც, დღეს გარდაიცვალა. 

მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების ინფორმაციით, მომხდარის შედეგად კაცი დღეს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა. 

"სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების დროს ესტაკადიდან მილი ჩამოვარდა და 65 წლის ა. გ.-ს დაეცა, რის გამოც თავზე დაზიანებები მიიღო. მომხდარის შედეგად ა. გ. დღეს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

საწარმოში დღეს დილიდან მოკვლევას ატარებს სახელმწიფო შრომის ინსპექტორი. ორშაბათიდან კი მუშაობას ფაქტის კვლევის კომისია დაიწყებს, რომლის შემადგენლობაშიც ზესტაფონის მეტალურგიული მრეწველობის პროფკავშირის წარმომადგენელიც იქნება შეყვანილი", - წერია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


close დახურვა