logo
ENG



წვიმა, ქარი, ელჭექი - 17-21 ოქტომბერს ტემპერატურა დაიწევს

17 ოქტ 202110:57
3 წუთის საკითხავი
clock 681
წვიმა, ქარი, ელჭექი - 17-21 ოქტომბერს ტემპერატურა დაიწევს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17-21 ოქტომბრამდე ტემპერატურა დაიწევს. 

კერძოდ: 

17 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 21 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ელჭექი.

18 ოქტომბერს ტემპერატურა +15, +20, ხოლო 19-20 ოქტომბერს +12, +17 გრადუსი იქნება.

დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.

ქ. თბილისში 15-17 ოქტომბერს უნალექო, 18 ოქტომბრიდან კი წვიმიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა 15-18 ოქტომბერს 20, +22 გრადუსი, ხოლო 19-20 ოქტომბერს +16, +18 გრადუსი იქნება. 

სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.


close დახურვა