logo
ENG


გამყრელიძე: ავიცრათ, ბატონებო, სხვანაირად გვექნება ძალიან მძიმე ნოემბერი, დამიჯერეთ
  • 1348ნახვები

სამოქალაქო პასუხისმგებლობა ჩვენი, სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა ჩვენი თანამემამულეების წინაშე გახლავთ, რომ ყველამ გავითავისოთ ის, რომ სერიოზულად უარესდება ეპიდსიტუაცია. ეს ხომ არის უმარტივესად შესასრულებელი რეკომენდაცია, რომ ყველამ შინ და გარეთ ვატაროთ პირბადე. იცავს ეს პირბადე, ბატონებო. მეორე, დავიცვათ დისტანცია და თავი ავარიდოთ ყოველგვარ დიდ შეკრებას, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს. წავიდეთ და ავიცრათ ბატონებო, ერთმანეთისთვის ავიცრათ, ქვეყნისთვის ავიცრათ, იმიტომ რომ სხვანაირად გვექნება მძიმე ნოემბერი ძალიან, დამიჯერეთ, მძიმე ნოემბერი. ვის უნდა, გამაგებინეთ, ისევ სიკვდილიანობის მაღალი რიცხვები ქვეყანაში. 1.8 რეპროდუქციის ინდექსი რომ გვაქვს, ეს არის ძალიან საგანგაშო, ანუ გავრცელება ძალიან სწრაფია და მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო გაუარესდეს ეპიდსიტუაცია.

თქვა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რუსთავი ორის ეთერში.



ასევე ნახეთ
close დახურვა