logo
ENG



გამყრელიძე: ლატარიამ გარკვეულად იმუშავა, მაგრამ რომ გითხრათ, ძალიან დიდი სტიმული მისცა, არა

20 ოქტ 202111:48
3 წუთის საკითხავი
clock 795
გამყრელიძე: ლატარიამ გარკვეულად იმუშავა, მაგრამ რომ გითხრათ, ძალიან დიდი სტიმული მისცა, არა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, წამახალისებელ ლატარიას ვაქცინაციის გაზრდისთვის დიდი სტიმული არ ჰქონია. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

"გარკვეულად იმუშავა, მაგრამ რომ გითხრათ, რომ ძალიან დიდი სტიმული მისცა ლატარიამ, ნამდვილად არა", - თქვა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, იგეგმება ახალი წამახალისებელი ღონისძიებების შემოღება, რომელიც ძირითადად სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაზე იქნება გათვლილი.

"სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან ერთად მიმდინარეობის მუშაობა ახალ წამახალისებელ ღონისძიებებს. ეს ძირითადად მიმართულია ხანდაზმულ მოსახლეობისადმი სადაც უფრო მეტი გვინდა იყოს აცრილი", - აღნიშნა მან.

20 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 42 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში 5 543 აცრა ჩატარდა.


close დახურვა