logo
ENG



გამყრელიძე: ვაქცინირებულზე გადადების რისკი 9,3-ჯერ ნაკლებია

20 ოქტ 202111:53
3 წუთის საკითხავი
clock 466
გამყრელიძე: ვაქცინირებულზე გადადების რისკი 9,3-ჯერ ნაკლებია
საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ მოქალაქეებში კორონავირუსის გადადების რისკი განსხვავებულია.

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მან განმარტა, რომ აცრილზე ინფექციის გადადების რისკი 9,3-ჯერ ნაკლებია.

"განსხვავებულია გადადების რისკი. ვაქცინირებულზე გადადების რისკი არავაქცინრიებულთან შედარებით 9,3-ჯერ ნაკლებია. ვაქცინირებულს და არავაქცინირებულს თუ ექნათ ინფიცირებულთან კონტაქტი, ვაქცინირებულზე გადადების რისკი 9,3-ჯერ ნაკლებია", - თქვა ამირან გამყრელიძემ. 

20 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში 5 543 აცრა ჩატარდა,  დადასტურდა კორონავირუსის  5 219 ახალი შემთხვევა, 42 ადამიანი კი გარდაიცვალა.


close დახურვა