logo
ENG



მარნეულის ბაზარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაახლოებით 10 მაღაზია დაიწვა

21 ოქტ 202110:20
3 წუთის საკითხავი
clock 817

მარნეულის ბაზარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაახლოებით 10 მაღაზია დაიწვა.

მაღაზიის მეპატრონეები ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ხანძარი სავარაუდოდ, მოკლე ჩართვის გამო გაჩნდა. მათი თქმით, პროდუქცია თითქმის სრულიად განადგურდა.

​"დაგვირეკეს და გვითხრეს, თქვენი მაღაზია იწვისო. სანამ მოვედით, ყველაფერი დაიწვა. ჩემი მაღაზია მთლიანადაა დამწვარი. მე როცა მოვედი მეხანძრე-მაშველები უკვე ცეცხლს აქრობდნენ. თუმცა ამბობენ, რომ დაიგვიანეს, როცა ყველაფერი დაიწვა, შემდეგ მოვიდნენო", -ამბობს მაღაზიის მეპატრონე.

მარნეულის ბაზარში ხანძარი გუშინ საღამოს, დაახლოებით 9 საათზე გაჩნდა.  ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. 


close დახურვა