logo
ENG



მოძრაობა "თავისუფლება მიშას" წევრები ჭორვილაში ივანიშვილის სახლთან მისვლას ცდილობენ

21 ოქტ 202122:41
3 წუთის საკითხავი
clock 1093
მოძრაობა "თავისუფლება მიშას" წევრები ჭორვილაში ივანიშვილის სახლთან მისვლას ცდილობენ

სოფელ ჭორვილაში მოძრაობა "თავისუფლება მიშას" წევრები ბიძინა ივანიშვილის სახლთან მისვლას ცდილობენ. მათ გზად სოფლის აბრაზე სტენსილი "თავისუფლება მიშას" დააწერეს. 

ფორმულას ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის სახლთან არის კონტრაქცია, იქ დგანან ქართული ოცნების მხარდამჭერები, პოლიცია კი აქციის მონაწილეებს, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გზის გაგრძელების საშუალებას არ აძლევს.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 21-ე დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად რამდენიმე დღის წინ ციხეში ექიმთა ჯგუფი იმყოფებოდა. მათ პრევენციული ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცეს. 

სააკაშვილი მედიკამენტოზურ ჩარევაზე თანახმაა, თუმცა შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. 


close დახურვა