logo
ENG



"გარყვნილი გონებიდან გამომდინარე აზროვნებენ" - ღარიბაშვილი ოპოზიციაზე

23 ოქტ 202112:21
3 წუთის საკითხავი
clock 319

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რეგიონებში სპეციალური დანიშნულების რაზმები მობილიზებული არაა და ოპოზიციამ დეზინფორმაციას ავრცელებს. მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან ამის გავრცელება მხოლოდ მოსახლეობის დაძაბვას ემსახურება.

"ადამიანი თავისი გარყვნილი გონებიდან გამომდინარე აზროვნებს, ალბათ თვითონ როგორ მოიქმედებდნენ და რას დაგეგმავდნენ აქედან გამომდინარე ააგეს ეს აბსურდული პანიკა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

23 ოქტომბერს, დაახლოებით დილის 02:00 საათზე ენმ-ის თავმჯდომარემ და მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ თქვა, რომ მისი ინფორმაციით, სუს-ის 30 სპეცწარმომადგენელი თბილისიდან მივლენილია ზუგდიდში, რათა გამთენიისას ან ხვალ მოახდინონ დაკავებები.  

სამეგრელოში ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია 21 ოქტომბერს, ღამით დაიწყო. ამ დროისთვის დაკავებულია ყოფილი ძალოვანი, ლექსო რაფავა, ასევე გაჩხრიკეს კიდევ ერთი ძალოვანის, რუსლან შამახიას სახლიც, საიდანაც სანადირო თოფები წაიღეს. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ზუგდიდში, გორსა და ბათუმში სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზება ხდება. 


close დახურვა