logo
ENG



"მითხარი, რა ხარ, თორე დაგარტყამ" - არასრულწლოვნებმა თანატოლზე იძალადეს

25 ოქტ 202111:00
3 წუთის საკითხავი
clock 12335

Facebook-ზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ არასრულწლოვნები თანატოლზე ძალადობენ.

"მითხარი, რა ხარ... მითხარი მეთქი, რა ხარ, კიდე გაიმეორე, თორე დაგარტყამ კიდევ ერთხელ", - ისმის ვიდეოში.

როგორც ცნობილია, ვიდეო ბათუმის ბულვარშია გადაღებული. 

სკოლის დირექტორის თქმით, მომხდარზე მოკვლევაა დაწყებული. მიმდინარეობს მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან გასაუბრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. მათი თქმით, ჩატარდა გამოკითხვები, მათ შორის არასრულწლოვნების. 


close დახურვა