logo
ENG



დეკანოიძე: უპირველესი, ჩვენი გუნდის ამოცანაა, რომ ქუთაისს დაუბრუნდეს საპარლამენტო სტატუსი

25 ოქტ 202121:51
3 წუთის საკითხავი
clock 798
დეკანოიძე: უპირველესი, ჩვენი გუნდის ამოცანაა, რომ ქუთაისს დაუბრუნდეს საპარლამენტო სტატუსი

ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მისი გამარჯვების შემთხვევაში, ქუთაისი საპარლამენტო ქალაქის სტატუსს დაიბრუნებს. ეს დეკანოიძემ ქუთაისში, ადგილობრივი კოალიციური მთავრობის წარდგენისას თქვა. 

"პირველი და უპირველესი, რაც ჩვენი გუნდის ამოცანაა, ეს იქნება ის, რომ ქუთაისს დაუბრუნდეს საპარლამენტო, ადმინისტრაციული სტატუსი. სტატუსი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია. დიახ, ქუთაისს ეს სტატუსი წაართვა ქართულმა ოცნებამ, მაგრამ ჩვენ წარსულზე არ ვილაპარაკებთ, ჩვენ ვიქნებით მომავალზე ორიენტირებული. არავინ მოგვატყუოს, როდესაც გვეუბნებიან, რომ ამას მერი ვერ შეძლებს. ამას ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ქუთაისი იქნება გამორჩეული, ღირსეული, საერთაშორისო მასშტაბის ქალაქი", - თქვა დეკანოიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, ქუთაისი იქნება პირველი ქალაქი, რომელსაც შეეძლება შერიფი აირჩიოს.

"ქუთაისში უნდა იყოს გამორჩეული და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნოვატორული იდეა. ქუთაისში უნდა იყოს პირველი არჩეული შერიფი. ამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მართლმსაჯულების პირობებში, ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ ქუთაისმა აირჩიოს საკუთარი პოლიციელი. იყოს გამორჩეული ქალაქი იმით, რომ სუს-ის წარმომადგენლები არ მართავდნენ მერიას", - თქვა დეკანოიძემ


close დახურვა