logo
ENG



ნონა მამულაშვილი: ქართული ოცნების დეპუტატმა ხელაშვილმა მომაძახა, რომ ვარ ნაბიჭვარი

26 ოქტ 202115:22
3 წუთის საკითხავი
clock 979

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ნონა მამულაშვილის განცხადებით, საგარეო საქმეთა კომიტეტზე, ქართული ოცნების წევრმა გიორგი ხელაშვილმა "ხელი აუქნია" და "ნაბიჭვარი" უწოდა. ჟურნალისტებთან საუბარში ნონა მამულაშვილი ყვება, რომ მანამდე, მან დასვა კითხვა, რატომ არ მოდიოდა კომიტეტზე საგარეო საქმეთა მინისტრი.

"სალომე სამადაშვილმა დასვა კითხვა, რატომ არ მობრძანდება საგარეო საქმეთა მინისტრი. ამაზე ქართულ ოცნებას კლასიკური პასუხი აქვს, რომ ჩვენ, თურმე, რეგლამენტის კითხვა არ ვიცით. მათგან შეურაცხყოფა ეს არის გამარჯობის თქმა. მაშინ, როდესაც ამაზე პროტესტი გამოვაცხადე, ერთ-ერთმა დეპუტატმა ამიქნია ხელი, რაზეც ვუთხარი, რომ ასეთი ჟესტებით არ არის საუბარი ეთიკური. მან მომაძახა, რომ მე ვარ ნაბიჭვარი", - ამბობს მამულაშვილი. 

მისივე თქმით, აპირებს, ფაქტზე ეთიკის კომიტეტს აცნობოს და რეაგირება მოსთხოვოს პარლამენტის თავმჯდომარეს.


close დახურვა