logo
ENG



მელია კალაძეზე: შეიძლება მილანშიც იცხოვრო, მაგრამ მაინც ის დარჩე, რაც ხარ

27 ოქტ 202100:40
3 წუთის საკითხავი
clock 3031
მელია კალაძეზე: შეიძლება მილანშიც იცხოვრო, მაგრამ მაინც ის დარჩე, რაც ხარ

ნიკა მელია კახა კალაძეს "პატარა ადამიანს" უწოდებს. 

ტვ პირველის ეთერში ოპოზიციის მერობის კანდიდატი მმართველი პარტიის კანდიდატის და მოქმედი მერის ქმედებას გამოეხმაურა - კახა კალაძემ ნიკა მელიას ფეხბურთის თამაშის ტექნიკა დაუწუნა და დასცინა.  

ნიკა მელიამ, ზურა ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ საარჩევნო შეხვედრის დროს ფეხბურთი 26 სექტემბრის დილით ითამაშეს, საღამოს კი კახა კალაძე საბურთალოზე საფეხბურთო ცენტრის გახსნას დაესწრო. 

"სიმართლე გითხრათ, ეს, რაც გაუკეთებია ბატონ კალაძეს, ძალიან გამიკვირდა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ შეიძლება, მილანშიც იცხოვრო რამდენიმე წელი, სხვა ეროპულ ქალაქებშიც, მაგრამ მაინც ის დარჩე, რაც ხარ. წარმოუდგენელია, რატომ ჰქონდა ვინმეს მოლოდინი, რომ მე ვეჯიბრები კალაძეს აკენწვლაში? კი ბატონო, თუ მან მე სპორტული კლასი დამიწუნა - საერთოდ არ ვეჯიბრები, არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ეს უმნიშვნელოა. ჩემთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური კლასი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე დავინახე ძალიან პატარა ადამიანი". - თქვა ნიკა მელიამ. 

თბილისის მერობისთვის არჩევნების მეორე ტურში სწორედ ნიკა მელია და კახა კალაძე იბრძვიან. ცესკოს მონაცემებით, პირველ ტურში მელიამ ხმების 34.011% მიიღო, კალაძემ - 45.006%


close დახურვა