logo
ENG



სადაო სასამართლო რეფორმის გამო EU-ს სასამართლომ პოლონეთს დღეში მლნ ევროს გადახდა დააკისრა

27 ოქტ 202122:31
3 წუთის საკითხავი
clock 1200
სადაო სასამართლო რეფორმის გამო EU-ს სასამართლომ პოლონეთს დღეში მლნ ევროს გადახდა დააკისრა

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო (CJEU) სადაო სასამართლო რეფორმის გამო პოლონეთს ჯარიმის სახით ყოველდღიურად მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. საქმე ეხება უზენაესი სასამართლოს დისციპლინარულ პალატას.

დისციპლინური პალატა 2018 წელს სასამართლო რეფორმის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც მმართველმა პარტიამ გაატარა. პალატამ მოსამართლეების არასათანადო ქმედებები უნდა განიხილოს. ევროკომისიამ მკაცრად გააკრიტიკა პოლონეთი დისციპლინარული პალატის შექმნის გამო იმ მოტივით, რომ ეს შესაძლოა აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მოსამართლეებზე ზეწოლის მექანიზმად იქნას გამოყენებული.

2021 წელს CJEU-მ დისციპლინარული პალატის გაუქმება მოითხოვა, თუმცა პოლონეთმა მიმართვა არ გაითვალისწინა. დამოუკიდებელი სასამართლოს გარშემო არსებული კონფლიქტი ევროკავშირსა და პოლონეთს შორის კიდევ უფრო გამწვავდა, როცა პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია ევროკავშირის კანონმდებლობაზე უპირატესია.

პოლონეთის ხელისუფლებაში CJEU-ს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ მას არ გაითვალისწინებენ, შესაბამისად არც ჯარიმას გადაიხდიან. გარდა ამისა, ისინი ამტკიცებენ, რომ სასამართლო ორგანოების სტრუქტურაში ცვლილებებს შეიტანს და დისციპლინარულ კომისიას დაშლის. თუმცა უცნობია, როდის მოხდება ეს.

"დასჯისა და ჩვენი ქვეყნის შანტაჟის გზა - არასწორი გზაა. ეს არაა ის მოდელი, რომლის ფარგლებშიც უნდა მოქმედებდეს ევროკავშირი - დამოუკიდებელი ქვეყნების კავშირი", - დაწერა ტვიტერზე მთავრობის პრესსპიკერმა, პიოტრ მიულერმა.


close დახურვა