logo
ENG



რასმუსენი: მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი საქართველოს ნატოში შესვლას ხელს შეუშლის

28 ოქტ 202112:21
3 წუთის საკითხავი
clock 693
2021/10/28/7ovoc4fo73ym1ui.jpg
politico.eu

ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი, ამერიკის ხმასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში პოლიტიკურ კრისიზსე საუბრობს.

რასმუსენის თქმით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ქვეყნის დასავლურ პერსპექტივას აზიანებს. 

რასმუსენი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილურებისკენ.

მისი თქმითვე, შიდა პოლიტიკური კრიზისი საქართველოს ნატოში გაწევრიანების საწინააღმდეგოდ შეიძლება ნატოს იმ წევრებმა გამოიყენონ ვინც სკეპტიკურადაა განწყობილი ქვეყნის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში შესვლის მიმართ.

"მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი შეიძლება ნატოს იმ წევრებმა გამოიყენონ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების საწინააღმდეგოდ, რომლებიც უკვე სკეპტიკურად არიან განწყობილი. მათ შეუძლია შიდაპოლიტიკური დაპირისპირებები კიდევ ერთ დამატებით არგუმენტად გამოიყენონ იმისთვის, თუ რატომ არ უნდა მიიწვიონ საქართველო ნატოში. ჩემი რჩევა, ცხადია ის არის, რომ მთავრობამ ქვეყანაში პოლიტიკურ სიტუაციის დასტაბილურება შეძლოს" - ამბობს რასმუსენი.


close დახურვა