logo
ENG



ქუთაისი: ხატია დეკანოიძე - 48.35%; იოსებ ხახალეიშვილი - 51.64%; დათვლილია ხმების 100%

31 ოქტ 202104:32
3 წუთის საკითხავი
clock 1042
2021/10/31/f08vn2tigzd4e1l.jpg

ქუთაისში თვითმმართველი ქალაქის მერის არჩევნების შედეგების 100%-ია დათვლილი.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, ხატია დეკანოიძეს ხმების 48.35% ( 32 703 ხმა) აქვს, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატს, იოსებ ხახალეიშვილს - 51.64% (34 925 ხმა).

სულ ქუთაისში 124 საარჩევნო უბანი იყო. 

დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. 

არჩევნები მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლებზე, კრიტიკული მედიების ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობის ფონზე წარიმართა.


close დახურვა