logo
ENG



თალიბანმა ავღანეთში უცხოური ვალუტის გამოყენება აკრძალა

03 ნოე 202112:57
3 წუთის საკითხავი
clock 682
2021/11/03/uuockhpsdmrsd5x.jpg
bbc.com

თალიბანმა ავღანეთში უცხოური ვალუტის გამოყენება აკრძალა. ეს ნაბიჯი ჩამოშლის პირას მყოფ ეკონომიკას კიდევ უფრო დააზიანებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

თალიბანის განცხადებით, ეკონომიკური მდგომარეობისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, საჭიროა, ყველა ავღანელმა ადგილობრივი ვალუტა, ავღანი გამოიყენოს.

ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდა მას შემდეგ, რაც თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი დაამყარა და ქვეყანას საერთაშორისო ფინანსური დახმარება შეუწყდა.

BBC-ს ცნობით, ამერიკული დოლარი ავღანეთის ბაზარზე ხშირად გამოიყენებოდა. ასევე დოლარია ძირითადი სავაჭრო ვალუტა ავღანეთის მეზობელ ქვეყნებში, მაგალითად პაკისტანში.

„ისლამური ემირატები ყველა მოქალაქეს, მაღაზიის მფლობელს, მოვაჭრეს, ბიზნესმენსა და მთლიან საზოგადოებას ავალებს, ყველა ტრანზაქცია [ვალუტა] ავღანში  განახორციელოს და მკაცრად შეიკავოს თავი უცხოური ვალუტის გამოყენებისგან. ყველას, ვინც დაარღვევს ამ ბრძანებას სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება“- წერია თალიბანის პრესსპიკერის, ზაბიჰულა მუჯაჰიდის განცხადებაში.

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში თალიბანი 15 აგვისტოს შევიდა, პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ კი ქვეყანა დატოვა

2021 წლის 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ განაცხადა. პირველ მაისს ვაშინგტონმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო.

 

close დახურვა