logo
ENG



"ეს არის დიდი რუსეთის უკანალი" - ევროპული საქართველოს აქცია-პერფორმანსი სუს-თან, ბათუმში

07 ნოე 202112:49
3 წუთის საკითხავი
clock 826

ევროპული საქართველოს აქტივისტმა, ლაშა ელიაძემ, ბათუმში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქცია-პერფორმანსი გამართა. მან უწყების შენობის წინ, ასფალტზე, საჯდომი დახატა და შენობაზე გააკრა აბრა წარწერით - „სახელმწიფო საარჩევნო ორგანიზაცია“.

აქცია-პერფორმანსის მიზეზი, ელიაძის თქმით, ისაა, რომ სუს-ს მოქალაქეების მხრიდან გაყალბებული არჩევნების გაპროტესტება დამხობად და რევოლუციად ეჩვენება. ის ამბობს, რომ სუს-ი და ქართული ოცნება ვერ შეზღუდავს ქართველი ერის ნების გამოხატვას.

„ამ ქვეყანაში თუ ვინმე ამხობს, აჯანყებს და ურევს ეს არის ივანიშვილის ხელისუფლება, სუს-ის მეშვეობით, რომელიც კრიმინალებთან ერთად აყალბებს ჩვენი მოქალაქეების არჩევანს და ემსახურება ბიძინა ივანიშვილისთვის რუსული პოლიტიკის დამკვიდრების ხელშეწყობას. ჩვენ, თავისუფლად მოაზროვნე მოქალაქეები და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ამ ადამიანებს ამის უფლებას არ მივცემთ.

აქ არის ის არჩევანი, რომელსაც გვაძლევს ბიძინა ივანიშვილი სუს-ის მეშვეობით. ეს არის დიდი რუსეთის უკანალი, რომლისკენაც სურს, რომ ჩვენი მოსახლეობა გააქანოს და წაიყვანოს, მაგრამ აქეთ წავლენ თვითონ, ბიძინა ივანიშვილთან ერთად“, - განაცხადა ევროპული საქართველოს აქტივისტმა, ლაშა ელიაძემ.


close დახურვა