logo
ENG

დავითაშვილი: უმუშევრობა და სიღარიბის დონე შევამცირეთ ქვეყანაში

22 ნოე 202113:20
3 წუთის საკითხავი
clock 313
2021/11/22/44zj7r3nke5rzkd.jpg

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ მთავრობამ ქვეყანაში უმუშევრობა და სიღარიბე შეამცირა.

"ჩვენ შემოვიღეთ სოციალური მიმართულებით რეფორმები, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სოციალურად დაუცველი ნაწილის უზრუნველყოფა განაპირობა, ჩვენ ძალიან ბევრი გვქონდა რეფორმა ეკონომიკის მიმართულებით, რითიც უმუშევრობა შევამცირეთ ქვეყანაში, მათ შორის სიღარიბის დონე შევამცირეთ ქვეყანაში.

ეკონომიკის ზრდა მივიღეთ ბევრი წლის განმავლობაში და წელსაც გვაქვს უპრეცედენტოდ მაღალი ზრდა ამაზე პრემიერმინისტრიც საუბრობდა, რომ გვაქვს ორ ნიშნა ეკონომიკური ზრდა, ამ მონაცემებით საქართველო მთლიან რეგიონში არის ლიდერი ქვეყანა" - ამბობს ლევან დავითაშვილი

დღეს, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები დამაიმედებელია და 2022 წლის იანვარში ეკონომიკა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი, 2020 წელს, წინა წელთან შედარებით 6.8%-ით შემცირდა.

საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მხრივ, უარყოფითი მაჩვენებელი 2020 წელს, ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა.

ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი გაიზარდა და 2021 წელს, პირველად, 541 000 ბენეფიციარზე მეტი გახდა.


close დახურვა