logo
ENG



ვიდეო | ტოჩინოშინის მე-3 გამარჯვება ნოემბრის ბაშოზე

23 ნოე 202113:06
3 წუთის საკითხავი
clock 401

ნოემრის ბაშოს მე-11 დღეს ქართველი სუმოისტის ლევან გორგაძის მეტოქე მე-17 მაეგაშირა კაისეი იყო.

ლევანმა უპირატესობის ჩაგდება ბრძოლის სტარტზევე შეძლო, საბოლოოდ კი მეტოქე იორიკირის ილეთით დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ტოჩინოშინს ნოემბრის ბაშოზე 7 წაგება აქვს და უარყოფითი ბალანსის ზღვარზეა. ლევან გორგაძეს მიმდინარე შეჯიბრებაზე მაკუუჩიში ადგილის შესანარჩუნებლად სულ მცირე 5 მოგება მაინც სჭირდება.

10 დღის შემდეგ ქართველ სუმოისტს 3 მოგება და 7 წაგება აქვს. მისი მომდევნო მეტოქე მე-7 მაეგაშირა ჩიოშომა იქნება.


close დახურვა