logo
ENG



ვიდეო | ბაქსმა G ლიგიდან სანდრო მამუკელაშვილი დაიბრუნა

23 ნოე 202115:06
3 წუთის საკითხავი
clock 616

NBA-ის მოქმედმა ჩემპიონმა მილუოკი ბაქსმა G ლიგის სარეზერვო გუნდიდან 22 წლის ქართველი ახალწვეული სანდრო მამუკელაშვილი დაიბრუნდა. მასთან ერთად, ბაქსს შეურთდნენ ბერძენი ახალწვეული გეორგიოს კალაიცაკისი და ჯასტინ რობინსონი. 

სანდრო G ლიგაში ჩატარებულ ბოლო მატჩში ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო. ქართველმა ფორვარდმა 22 ქულას და 10 მოხსნას მოუყარა თავი. რობინსონმა 17 ქულის ჩაგდება შეძლო, ხოლო კალაიცაკისმა 12 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა.

მამუკელაშვილს მილოუკის მთავარ გუნდში 3 ნომებრის მერე არ უთამაშია. ბაქსი კი NBA-ის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ შეხვედრას 25 ნოემბერს დეტროიტ პისტონსთან გამართავს.


close დახურვა