logo
ENG



ინჯია მოსამართლეს: სამი შვილი გყავთ, ფიქრობთ კიდევ გამრავლდეს თქვენი ოჯახი?

25 ნოე 202111:26
3 წუთის საკითხავი
clock 1678
2021/11/25/4ef5kulik2k81e6.jpg

ევროპელი სოციალისტების დეპუტატი, ფრიდონ ინჯია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გენადი მაკარაძეს ეკითხება, თუ აპირებს სამზე მეტი შვილის ყოლას. ამის შემდეგ დეპუტატმა იკითხა, რამდენად მიზანშეწონილად მიაჩნია მოსამართლეს ქორწინების ზღვრული ასაკის დაწევა.

ფრიდონ ინჯია: ბატონო გენადი, თქვენ სამი შვილი გყავთ. ფიქრობთ კიდევ გამრავლდეს თქვენი ოჯახი? მე, მაგალითად, ვისურვებდი.

გენადი მაკარაძე: ადამიანს რაც მეტი ჰყავს შვილი, მით უკეთესია ერისთვის, ქვეყნისთვის…

ინჯია: გისურვებთ ჯანმრთელობას და გამრავლებას კიდევ…

მაკარაძე: მადლობა.

ინჯია: მოგეხსენებათ, რომ დღეს საქართველოში დემოგრაფიული პრობლემები არის, ზღვრული ასაკი ქორწინების რამდენად მიგაჩნიათ შეიძლება შემცირდეს ერთი წლით მაინც?

მაკარაძე: არა, ვფიქრობ, რომ ის, რაც კანონმდებლობით არის დადგენილი, საკმაოდ გონივრულია. ქორწინება ეს ბევრ სოციალურ საკითხს…

ინჯია: მადლობა, ბატონო გენადი, თქვენ ბრძანეთ "არა". გასაგებია…

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატთან გასაუბრების პროცესი დაიწყო.

ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფუნდამენტური რეფორმების გატარებამდე მმართველმა გუნდმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა უნდა შეაჩეროს. გარდა ამისა, კითხვებს ბადებენ ის მოსამართლეებიც, რომლებიც ე.წ. კლანის წევრებად მიიჩნევიან. ამავე დროს, ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ პროცესი უპრეცედენტოდ გამჭვირვალეა და კითხვებს არ ბადებს. 


close დახურვა