logo
ENG



"ნამდვილი ჟ'ანი დ'არკი ხარ" - წითლიძე სააკაშვილის წერილს აქვეყნებს

26 ნოე 202117:13
3 წუთის საკითხავი
clock 4619
2021/11/26/i3uidoilbwc7seb.png

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ანა წითლიძე წერს, რომ მესამე პრეზიდენტისგან მიხეილ სააკაშვილისგან წერილი მიიღო, რომლის ფოტოსაც ის Facebook-ზე ავრცელებს. 

როგორც წითლიძე წერს, მას ზუგდიდის საკრებულოსთან პოლიციის მიერ მოტეხილ თითზე ოპერაცია დასჭირდება. 

"აი, თითს რომ თაბაშირში გისვამენ, გეუბნებიან მოტეხვასთან ერთად მყესი გაქვს გაწყვეტილი და ოპერაცია დაგჭირდებაო. ამ დროს ამას რომ ჩაგიგდებენ, მანდ გავიწყდება თითიც, ტკივილიც, და საერთოდ რა მოტეხილი თითი და გადაწყვეტილი მყესი ხალხო, სიცოცხლის დათმობაც რომ დაგვჭირდეს ამ ბრძოლისთვის, მიშას და საქართველოს თავისუფლებისთვის ყველა თავგანწირვა ღირს. კარგად ვარ ხალხო და ბრძოლა გრძელდება კიდევ უფრო დიდი შემართებით. თან ეს რომ არ ეზარება წეროს ან ამის თავი აქვს როდესაც თვითონ მაგ დღეშია. მერამდენე წერილია არ მახსოვს მაგრამ დღეს განსაკუთრებულად ამიჩუყდა გული", - წერს წითლიძე. 

მანამდე, ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ანი წითლიძემ განაცხადა, რომ ზუგდიდის საკრებულოსთან პოლიციის მიერ მოტეხილ თითზე ორი თვით ფიქსატორი, შემდეგ კი ოპერაცია დასჭირდება. 

 


close დახურვა