logo
ENG



საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო რუსთაველზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

26 ნოე 202121:45
3 წუთის საკითხავი
clock 1225
2021/11/26/jik12ch6yo9vomb.jpg
თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, "თბილსერვის ჯგუფი" საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს განაგრძობს, რის გამოც 27-30 ნოემბერს, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე, ღამის 12-დან დილის 7 საათამდე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

"შპს „თბილსერვის ჯგუფი“ საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს განაგრძობს.

სამონტაჟო სამუშაოები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე, 27-30 ნოემბრის ჩათვლით, 00:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში იწარმოებს. ამ მიზნით ჩაიკეტება პირველი რესპუბლიკის მოედანი და ავტომანქანების გადაადგილება სრულად შეიზღუდება.

„თბილსერვის ჯგუფი“ ბოდიშს გიხდით გადაადგილებისას შექმნილი დისკომფორტისთვის." - წერია განცხადებაში

 


close დახურვა