logo
ENG


სამადაშვილი: მგონია, რომ კობახიძეს განათლება გერმანიაში აქვს მიღებული მესამე რაიხის დროს
  • 1011ნახვები

ბატონი კობახიძე გამოდიოდა სიტყვით და ამბობდა, რომ თურმე საქართველო, ქართული ოცნების პირობებში არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. საერთოდ, ბატონ კობახიძეს რომ ვუსმენ, რომელსაც ხშირად მოაქვს თავი საკუთარი განათლებით ევროპაში, მგონია, რომ გერმანიაში განათლება მიღებული აქვს 1933 - 1945 წლამდე ისტორიულ პერიოდში, მესამე რაიხის დროს, ისეთი უცნაური წარმოდგენა აქვს იმაზე, რა არის თანამედროვე ევროპული დემოკრატიული ცივილიზაცია. ბატონ კობახიძეს, როგორც ჩანს, მიაჩნია, რომ დილეგში ჩაგდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თრევა და მის მიმართ არაადამიანური მოპყრობა არის ევროპული საქციელი. როგორც ჩანს, მიაჩნია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთანხმებული დოკუმენტის ევროპისთვის უკან მიგდება არის ევროპული საქციელი. როგორც ჩანს, მიაჩნია, რომ ევროპაში კარდაკარ სიარული და მტკიცება, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინსტიტუტი, უკანასკნელი ბასტიონი, სახალხო დამცველის სახით არის ნაციონალური მოძრაობის სატელიტი პროექტი, არის ევროპული საქციელი. 

როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძეს ისიც სჯერა, რომ პუტინის სურათის სატელევიზიო სივრცეში ტრიალისთვის უნდა დააჯარიმო დამოუკიდებელი ტელევიზია და ეს არის ევროპული საქციელი. ალბათ იმისაც გჯერათ, რომ თქვენი პოლიტიკური პროკურატურა დამოუკიდებელ ტელევიზიას საგამოძიებო სიუჟეტისთვის როცა ემუქრება, ესეც არის სწორედ ისეთი საქციელი, რომელიც არის კარგი მაგალითი ევროპული სტანდარტების. ალბათ ისიც გჯერათ, რომ ეს ქვეყანა კოვიდის გავრცელების გამო, 10 ყველაზე სახიფათო ქვეყანაში რომ შედის, ესეც ევროპული სტანდარტია და განათლების სტანდარტით მსოფლიოში გამოკითხული ქვეყნებიდან ყველაზე ქვემოთ რომ ვართ, დაბალ ათეულში, ესეც ევროპული სტანდარტია. უცნაური წარმოდგენა გაქვთ იმაზე, რა არის ევროპული სტანდარტი.

თქვა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა