logo
ENG



სააკაშვილის მკურნალი ექიმი: დილით აღენიშნებოდა პატარა სისუსტე, მაგრამ არის მხნედ

30 ნოე 202118:07
3 წუთის საკითხავი
clock 1716
2021/11/30/bosn67ncuoe3y45.png

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტს დილით სისუსტე ჰქონდა, თუმცა მხნედაა.

როგორც მან ჟურნალისტებთან ისაუბრა, სააკაშვილი გაფართოებულ კვებაზე გადავიდა.

"ანალიზებში ყველაფერი რიგზეა, ნორმაშია. პაციენტი იყო ძალიან დაღლილი, დაისვენა. დღეს დილით აღენიშნებოდა პატარა სისუსტე, მაგრამ არის მხნედ. გადავედით გაფართოებულ კვებაზე, გარკვეული პროდუქტების გამონაკლისით", - თქვა ექიმმა.

რაც შეეხება სააკაშვილის მორიგ პროცესზე დასწრებას, ექიმის თქმით, იქამდე რამდენიმე დღეა და ამაზე მოგვიანებით ისაუბრებს.

სააკაშვილი 50 დღე შიმშილობდა. მან შიმშილობა 19 ნოემბერს შეწყვიტა.


close დახურვა