logo
ENG



"ეს სცენარი 2014 წელს ვნახეთ" - ბლინკენის თქმით, რუსეთი უკრაინის მიმართ აგრესიას გეგმავს

02 დეკ 202100:21
3 წუთის საკითხავი
clock 781
2021/12/02/9r7nylaujr11yss.jpeg

სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, აშშ ახალ მკაცრ სანქციებს აამოქმედებს. ამის შესახებ ბლინკენმა რიგაში, NATO-ს მინისტერიალზე განაცხადა.

ბლინკენი ამბობს, რომ რუსეთი უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებებს გეგმავს, რომელიც მოიცავს ქვეყნის შიგნიდან დესტაბილიზაციას, ასევე მასშტაბურ სამხედრო ოპერაციებს.

"ჩვენ ვიხილეთ ეს სცენარი 2014 წელს, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. მაშინაც, როგორც ახლა, მნიშვნელოვნად გაიზარდა საზღვარზე საბრძოლო ძალები მობილიზება. მაშინაც, როგორც ახლა, მათ გააძლიერეს დეზინფორმაცია უკრაინის აგრესორად წარმოსაჩენად, რათა გაემართლებინათ წინასწარ დაგეგმილი სამხედრო ქმედებები. ჩვენ კიდევ ვიხილეთ ეს ტაქტიკა სულ რაღაც ბოლო 24 საათის განმავლობაში", - განაცხადა ბლინკენმა .

აშშ რუსეთს მოუწოდებს, რომ უკრაინის საზღვრიდან ჯარები გაიყვანოს და გააფრთხილა, რომ შეჭრას მოჰყვება სანქციები, რომელიც მოსკოვს იმაზე მეტად დაარტყამს, ვიდრე წინა სანქციები.

"ჩვენ არ ვიცით, მიიღო თუ არა პუტინმა გადაწყვეტილება შეჭრაზე. მაგრამ ვიცით, რომ ის აყალიბებს პოტენციალს, რომელიც საშუალებას იძლევა ეს უმოკლეს დროში გააკეთოს, თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღეს. თუ რუსეთი კონფრონტაციის გზას აირჩეს, რაც შეეხება უკრაინას, ჩვენ მტკიცედ ვუპასუხებთ, მათ შორის მაღალეფექტური ეფექტური ზომებით, რომლებზეც წინა ჯერზე თავი შევიკავეთ", - განაცხადა ბლინკენ NATO წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ.

როგორც ბლინკენმა თქვა, მინისტერიალზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ უკრაინა-რუსეთის საზღვარზე არსებული დაძაბულობაა. კიევის განცხადებით, საზღვარზე 90 ათასამდე რუსი ჯარისკაცია განთავსებული.

თავის მხრივ კრემლი ავრცელებს ინფორმაციას, რომ საზღვარზე სამხედროების დიდი მობილიზებაა უკრაინის მხრიდან და დონბასში 125 ათასი ჯარისკაცი განათავსა.


close დახურვა