logo
ENG



ჯაფარიძე: სასამართლოს დადგენილება მოგვიტანეს, პარტიამ შემოსავლები მიიღო და დამალაო

03 დეკ 202113:26
3 წუთის საკითხავი
clock 1243
ჯაფარიძე: სასამართლოს დადგენილება მოგვიტანეს, პარტიამ შემოსავლები მიიღო და დამალაო
ფოტო: ვახო ქარელი
ფოტო: ვახო ქარელი

გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ სასამართლო პარტიას შემოსავლების უკანონოდ მიღებასა და დამალვას ედავება.

ჯაფარიძის განცხადებით, პარტიას, რომელიც "ფანდრაიზინგის" პრინციპით, მხარდამჭერთა შემოწირულებებით არსებობს, სასამართლო "უკანონოდ" მიღებულ შემოსავალზე სამჯერ მეტის, ჯამში 143 000 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას ავალდებულებს.

პარტიის ლიდერის ინფორმაციით, საუბარია ჯამში 47 590 ლარის "უკანონოდ" მიღებასა და დამალვაზე. სასამართლოს დადგენილების მიხედვით, ტრანზაქციების ნაწილში არ ჩანს შემომწირველთა ვინაობა. მეორე ნაწილში კი, სადაც 490 ლარი პარტიამ 92 ტრანზაქციით მიიღო, სასამართლო მონაცემთა შეუსაბამობაზე საუბრობს. 

სასამართლო პარტიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლით ედავება.

პარტიის ლიდერის განცხადებით, მას ცოტა ხნის წინ შეუჩერდა Paypal-ის ანგარიშიც, რათა პარტიამ საზღვარგარეთიდან არ მიიღოს დაფინანსება. ეს ყველაფერი კი, ჯაფარიძის თქმით, იმ  ფონზე ხდება, როცა ქართული ოცნება ძალაუფლების შესანარჩუნებლად ასობით მილიონს კანონიერი თუ უკანონო გზებით ხარჯავს. 


close დახურვა