logo
ENG



"არანაირი კონსტრუქცია არ მოიხსნება" - კალაძე მოძალადე ჯგუფების მიერ დადგმულ ჯვარზე

03 დეკ 202114:28
3 წუთის საკითხავი
clock 796

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტის წინ არსებული ჯვრის ფორმის კონსტრუქცია არ მოიხსნება. 

"არანაირი კონსტრუქცია არ მოიხსნება. რა თქმა უნდა გამართლებულად მიმაჩნია, გამართლებულად მიმაჩნია და ველოდებით ჩვენ პროექტს საპატრიარქოსთან, რომ გარკვეული პროექტი იქნეს განხორციელებული, 9 აპრილს დაღუპულთა უკვდავსაყოფად და ზოგადად ბევრი მძიმე დღე ახსოვს ამ სივრცეს და შესაბამისად გაკეთდება პროექტი, რომელიც მოგვცემს იმის შესაძლობლობას, რომ არ დავივიწყოთ...ეს კონსტრუქცია დარჩება, სანამ ახალი პროექტი არ განხორციელდება", - თქვა კალაძემ.

სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ მერია პარლამენტთან დადგმული ჯვრის ფორმის კონსტრუქციის მოხსნას აპირებდა, თუმცა მოგვიანებით, მან ახალი პოსტი დაწერა: "რა თქმა უნდა, მერია არ აპირებს აღებას, ამას რომ ვწერდი, არ ველოდი, რომ ბაბლი ასე დაიჯერებდა, რომ კალაძე სეკულარულ ღირებულებებზე ზრუნავს და ამას გაბედავდა. ბოდიში, ვინც დაიტროლეთ, მაგრამ კიდე ერთხელ გამოჩნდა, სად მივექანებით". 

პარლამენტის წინ ჯვრის ფორმის კონსტრუქცია ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისს დადგეს.

ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარშის გამო თბილისის ქუჩებში დარბოდნენ და ადამიანებს ესხდმოდნენ თავს. მათ დაარბიეს Tbilisi Pride-ის ოფისი, ასევე ეცადენენ მოძრაობა სირცხვილიას ოფისში შევარდნასაც და იმ შენობის სადარბაზო დააზიანეს, სადაც ოფისი იყო განთავსებული. 

5-6 ივლისს აქციებზე ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის გამო დაშავდა მედიის 53 წარმომადგენელი.


close დახურვა