logo
ENG



ალიკა კუპრავას სასამართლომ 3 - დღიანი პატიმრობა მიუსაჯა

03 დეკ 202117:39
3 წუთის საკითხავი
clock 871
2021/12/03/i0jbwc3onqbnogt.jpg

აქტივისტ ალიკა კუპრავას სასამართლომ სამ დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. აქტივისტების თქმით, სუს-მა ის 8 ნოემბერს საკუთარ ეზოში იმისთვის დააკავა, რომ საღამოს ოპოზიციის აქციას არ დასწრებოდა.

აქტივისტების თქმით, 8 ნოემბერს მოსამართლემ სხდომა დღეისთვის გადადო, რათა ბრალდების მხარეს მტკიცებულებები წარმოედგინა.

"ალიკა კუპრავა პირად საქმეზე გადაადგილდებოდა საკუთარ ეზოში, ჩვეულებრივად ყაჩაღურად ქურდულად მივიდა პოლიცია და დააკავეს სრულად უმიზეზოდ, მოსამართლემ გადადო პროცესი, იმის გამო, რომ მტკიცებულებები მოეტანა ბრალდების მხარეს, დღეს ბრალდების მხარე მოვიდა ყველანაირი მტკიცებულებების გარეშე, თუმცა მოსამართლემ მიიღო სამარცხვინო გადაწყვეტილება და ალიკა კუპრავას მიუსაჯა პატიმრობა" - ამბობს აქტივისტი ლაშა ხუსკივაძე.

ადვოკატის თქმით, კუპრავას სასამართლომ პატიმრობა მხოლოდ იმ ერთი პოლიციელის ჩვენების მიხედვით მიუსაჯა, რომელსაც არ ახსოვდა თვითონ დააკავა თუ არა კუპრავა.

"საქმეში ერთადერთი მტკიცებულება იყო პოლიციელის ჩვენება, რომელიც დაიბნა საქნეზე არ ახსოვდა თვითონ იჯდა საჭესთან, თვითონ დააკავა თუ ასე შემდეგ, არცერთი დეტალი არ ახსოვდა, მიუხედავად ამისა, მხოლოდ ამ ერთი პოლიციელის ჩვენება გაითვალისწინა სასამართლომ, სხვა მტკიცებულება რაც მოვითხოვეთ, არცერთი შუამდგომლობა არ დაგვიკმაყოფილა, მათ შორის ვიდეო მტკიცებულებებიც მოვითხოვეთ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დააკავა სუსმა, რომ არ მიეღო საღამოს აქციაში მონაწილეობა" - ამბობს კურპავას ადვოკატი.

კუპრავას წინააღმდეგ გამოძიება 166 და 173 მუხლით მიმდინარეობდა, მას პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.


close დახურვა