logo
ENG



შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსით 29 ნოემბრის აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავა

04 დეკ 202112:15
3 წუთის საკითხავი
clock 970
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსით 29 ნოემბრის აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავა

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად გამართული პროტესტის მონაწილეს, 1974 წელს დაბადებულ კ.ქ-ს შსს პოლიციელზე თავდასხმას ედავება. 

უწყების მტკიცებით, "გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე კ. ქ. თავს დაესხა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს და დროშის ტარით თავის არეში ფიზიკური დაზიანება მიაყენა"

შსს-ის ცნობით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს (პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით). 

მუხლი 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

29 ნოემბრის აქციაზე სისხლის სამართლის კოდექსით კიდევ 4 ადამიანია დაკავებული, მათ შორის არის ბესიკ თამლიანიც


close დახურვა