logo
ENG



ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით პირველი რეგულარული სატვირთო მატარებელი გამოემგზავრა

05 დეკ 202114:42
3 წუთის საკითხავი
clock 989
2021/12/05/gvhv05hvxynqlu4.jpg
საქართველოს დიპლომატიური მისიები

4 დეკემბერს, ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით პირველი რეგულარული სატვირთო მატარებელი გამოემგზავრა. ინფორმაციას საქართველოს დიპლომატიური მისიები ავრცელებს.

განსუს პროვინციის ქალაქი უვეიდან გამოსული სარკინიგზო-საკონტეინერო მატარებელი თბილისში 10-12 დღეში ჩამოვა.

დიპლომატიური მისიის ინფორმაციით, სატვირთო მატარებლები ჩინეთიდან საქართველოს და ევროპის სხვა ქვეყნების მიმართულებით რეგულარულად იმოძრავებენ.

პირველი სატვირთო მატარებლის გამგზავრებასთან დაკავშირებით ჩინეთში გაიმართა ცერემონია, რომელსაც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდიაც დაესწრო. მან პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობასა და საქართველოს, როგორც სავაჭრო, სატრანსპორტო და ლოგისტიკური რეგიონული ჰაბის პოზიციონირებაზე ისაუბრა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ქალაქ უვეის მერი და განსუს პროვინციის ვიცე-გუბერნატორიც.


close დახურვა