logo
ENG



ხოშტარია: ვაგრძელებ ბრძოლას რიგგარეშე არჩევნებისა და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის

06 დეკ 202119:07
3 წუთის საკითხავი
clock 1305
ფორმულა/ვახო ქარელი

დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ მან თქვა, რომ აგრძელებს ბრძოლას რიგგარეშე არჩევნებისა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის. 

"ამ ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია, ერთი დღეც იცხოვრო ბრძოლის გარეშე. 

ბრძოლაში გვაქვს ძალიან მკაფიო ამოცანა, ეს არის რიგგარეშე არჩევნები და არავის ეგონოს, რომ ამას რამე სახით მანიპულაციებით მეორე პლანზე გადაწევენ

რიგგარეშე არჩევნების გარეშე, არალეგიტიმური ხელისუფლების და მიტაცებული ინსტიტუტების პირობებში არ არსებობს დაცული ადამიანი ამ ქვეყანაში. 

და ჩემი მკაფიო ამოცანაა, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შურისძიების აქტი შეწყდეს. ეს არ არის პოლიტიკური მიზანშეწონილობის და მოწონების საკითხი. მე და მიხეილ სააკაშვილი ვრჩებით განსხვავებულ პლატფორმებზე, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ. მიუხედავად ამისა, მე ვერ მოვისვენებ, სანამ ის იქნება ამ მდგომარეობაში". - თქვა ხოშტარიამ. 

ელენე ხოშტარია მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 17 დღის განმავლობაში შიმშილობდა. რეაბილიტაციის შემდეგ ექსპრეზიდენტთან შეხვედრა მისი პირველი პოლიტიკური აქტივობაა.


close დახურვა