logo
ENG



სერგეენკო კოვიდგადატანილებისთვის უვადო მწვანე სტატუსის მინიჭებას არ ემხრობა

08 დეკ 202115:25
3 წუთის საკითხავი
clock 1672
სერგეენკო კოვიდგადატანილებისთვის უვადო მწვანე სტატუსის მინიჭებას არ ემხრობა

ქართული ოცნების დეპუტატი დავით სერგეენკო ამბობს, რომ კოვიდგადატანილებისთვის უვადო მწვანე სტატუსის მინიჭებას არ ემხრობა. როგორც მან აღნიშნა, მის პოზიციას დასაბუთება აქვს, "რომელსაც ნებისმიერი ეპიდემიოლოგი გააკეთებს".

"პირდაპირ რომ გაგცეთ პასუხი, არ ვემხრობი ამას და ამას თავისი დასაბუთება აქვს, რომელსაც ნებისმიერი ექიმი და ეპიდემიოლოგი გააკეთებს. არ მინდა რაღაც მსჯელობაში შევიდე, არ ვემხრობი", - ამბობს სერგეენკო. 

ის ამბობს, რომ ვაქცინაცია ანახევრებს გადადების რისკს, ვირუსის გადატანა კი არ არის იმის გარანტია, რომ ისევ აღარ დაინფიცირდება ადამიანი.

"ვირუსს ახასიათებს თვისება, როდესაც რამდენიმე თვეში ერთხელ ის იცვლის ბუნებას და შეიძლება გახდეს გადამდები, ვაქცინაცია ანახევრებს გადადების რისკს და 30-ჯერ ამცირებს მძიმე მიმდინარეობს რისკს. მოცემულობა არის, რომ გადატანილი ინფექცია არ არის მაღალი ალბათობის გარანტია, რომ ისევ არ დამემართება კოვიდი", - თქვა დეპუტატმა.

საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან მწვანე პასპორტების სისტემა ამოქმედდა. მწვანე სტატუსი აქვთ პირს, ვინც ვაქცინირებულია, გადატანილი აქვს კორონავირუსი, ან წარადგენს ვალიდურ PCR ან სწრაფ ტესტს. 

აღსანიშნავია, რომ მწვანე სტატუსი შეუზღუდავი ვადით ენიჭებათ მათ, ვინც პანდემიის რომელიმე ეტაპზე გადაიტანა კორონავირუსი. 

მწვანე პასპორტის გარეშე გარკვეულ ობიექტებში შესვლა აკრძალულია.


close დახურვა