logo
ENG



სააკაშვილი: სისუსტის გამო, დიდი ალბათობით, ვერ დავესწრები პროცესს

08 დეკ 202121:01
3 წუთის საკითხავი
clock 854
სააკაშვილი: სისუსტის გამო, დიდი ალბათობით, ვერ დავესწრები პროცესს

მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესს, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება. 

ამის შესახებ მისსავე წერილში წერია, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ჟურნალისტებს მიაწოდა. 

"ძვირფასო ჟურნალისტებო გორის ჰოსპიტალთან. დიდი მადლობა თავდადებისთვის და ამ სიცივეში დგომისთვის. გორი უფრო ცივია, ვიდრე თბილისი. 

გატყობინებთ, რომ ხვალ, სისუსტის გამო, დიდი ალბათობით, ვერ დავესწრები სასამართლო პროცესს (ძალიან ადრე რომ არ ადგეთ). იმედია, პრესცენტრი ნორმალურად ამუშავდა. სიყვარულით, მიხეილ სააკაშვილი". - წერს ექსპრეზიდენტი. 

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის კურსს გადის. 

დღეს ის მისმა დედამ, გიული ალასანიამ და ენმ-ის წევრმა, ეკა ხერხეულიძემ მოინახულეს. შეხვედრების შემდეგ ორივე მათგანმა თქვა, რომ ექსპრეზიდენტს აქვს წნევა, თავბრუსხვევა და ბარბაცით დადის. 

ხვალ, 9 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე გაიმართება. 

საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით სააკაშვილთან ერთად, იმავე მუხლით ბრალდებულია ელგუჯა ცომაია. 

ასევე, სააკაშვილის დახმარებისთვის ბრალდებულები არიან გიორგი ნარიმანიძე და მამა-შვილი წოწორიები

სააკაშვილის საქმე სხვა დანარჩენების საქმისგან გამოყვეს. 


close დახურვა