logo
ENG



სააკაშვილი: პროცესზე მისვლა იმ ადამიანების გამო მინდოდა, ვინც ჩემ გამო იჩაგრება

08 დეკ 202123:36
3 წუთის საკითხავი
clock 1129
სააკაშვილი: პროცესზე მისვლა იმ ადამიანების გამო მინდოდა, ვინც ჩემ გამო იჩაგრება

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ხვალ დანიშნულ სასამართლო პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრება, დასწრება კი იმ ადამიანების გამო სურდა, რომლებიც მის გამო დააკავეს. 

ექსპრეზიდენტის თქმით, ისინი უნდა გათავისუფლდნენ და თავიანთ ოჯახებს უნდა დაუბრუნდნენ. 

"ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხვალ ვერ დავესწრები სასამართლო პროცესს. ერთადერთი, რის გამოც აუცილებლად მინდოდა მოსვლა, იყო იმ ადამიანების გამხნევება და მხარდაჭერა, რომლებიც რამდენიმე თვეა,  იჩაგრებიან ჩემ გამო. ეს ადამიანები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ და დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს!". - ნათქვამია სააკაშვილის მიმართვაში, რომელიც ფეისბუქზე გამოქვეყნდა. 

ხვალ, 9 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე გაიმართება. 

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილმა მიხეილ სააკაშვილმა 1-ლ ოქტომბერს თქვა, რომ საქართველოშია. იმავე საღამოს ის დააკავეს. საზღვრის უკანონოდ კვეთის მუხლით ბრალდება დაკავებიდან 20 დღეში წარუდგინეს. 

საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით სააკაშვილთან ერთად, იმავე მუხლით ბრალდებულია ელგუჯა ცომაია, რომლის ტრაილერითაც ექსპრეზიდენტი საქართველოში შემოვიდა. 

ასევე, სააკაშვილის დახმარებისთვის ბრალდებულები არიან გიორგი ნარიმანიძე და მამა-შვილი წოწორიები

სააკაშვილის საქმე სხვა დანარჩენების საქმისგან გამოყვეს. 


close დახურვა