logo
ENG



რუსეთის ჰოკეის ნაკრებს კანადასთან მატჩის დროს ფორმაზე სსრკ ეწერა

16 დეკ 202109:14
3 წუთის საკითხავი
clock 1582
2021/12/16/1x6sf33obb90tzx.jpg

რუსეთის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა ოფიციალური მატჩი ახალი ფორმით ითამაშა, რომელსაც მკერდზე სსრკ-ს (СССР) წარწერა ჰქონდა. კანადის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მატჩი 15 დეკემბერს პირველი არხის თასის ტურნირის ფარგლებში შედგა. ნაკრები გეგმავს, ტურნირის ყველა მატჩი ახალი ფორმით ითამაშოს.

ჰოკეის ფედერაციის ინფორმაციით, ახალი სამოსი იმ ფორმის საფუძველზე შეიქმნა, რომლითაც 1956 წელს ოლიმპიურ თამაშებში პირველად გაიმარჯვეს.

 


close დახურვა