logo
ENG



ფოთის ყოფილ მერს, ირაკლი კაკულიას 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

26 დეკ 202112:44
3 წუთის საკითხავი
clock 2300

ფოთის ყოფილ მერს, ირაკლი კაკულიას 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

სასამართლო პროცესი ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, შოთა ბიჭიამ 25 დეკემბერს, ღამით გამოაცხადა.

ირაკლი კაკულიას ადვოკატი, ედიშერ ქარჩავა ინტერპრესნიუსთან ამბობს, რომ გადაწყვეტილება "გაუგონარია" და მას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ფოთის ყოფილი მერი, შემდგომში საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, კიდევ 3 ადამიანთან ერთად 2019 წლის 8 ნოემბერს დააკავეს. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარებას, სახელმწიფო ქონების გაფლანგვას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, სამსახურებრივი გულგრილობას და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებოდა. 


close დახურვა