logo
ENG



"მიხარია, რომ შედეგებში წვლილი შევიტანე" - კობახიძე "ოცნების" თავმჯდომარეობის წელს აჯამებს

17 იან 202216:55
3 წუთის საკითხავი
clock 1031
"მიხარია, რომ შედეგებში წვლილი შევიტანე" - კობახიძე "ოცნების" თავმჯდომარეობის წელს აჯამებს

ქართული ოცნების თავმჯდომარე, რომელმაც ერთი წლის წინ ამ პოსტზე ბიძინა ივანიშვილი ჩაანაცვლა, მართვის ერთ წელს აჯამებს. კობახიძე თავის ფეისბუქსტატუსში ქართული ოცნების მიღწევად 4 შედეგს ასახელებს:  

"გუშინ, 16 იანვარს, ზუსტად ერთი წელი შესრულდა, რაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა დავიკავე. ერთი წლის თავზე, გვაქვს შემდეგი შედეგები:

  • დასრულდა ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, დამაჯერებლად მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ქართულმა ოცნებამ კიდევ უფრო გაიმყარა ლეგიტიმაცია;
  • ქვეყანას ყავს ღირსეული პრემიერი, ღირსეული პარლამენტის თავმჯდომარე, ღირსეული დედაქალაქის მერი და მმართველი გუნდი ერთიანია, როგორც არასდროს;
  • რადიკალური ოპოზიცია, რომლის ლიდერი დამსახურებულ სასჯელს იხდის, უკიდურესად დასუსტდა და აღარ აქვს შესაძლებლობა, საფრთხე შეუქმნას სახელმწიფოს სიმტკიცეს;
  • მმართველი გუნდი იცავს ეროვნულ ინტერესებს, სახელმწიფო და საპარლამენტო სუვერენიტეტს, მთავრობამ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა უზრუნველყო.

მიხარია, რომ ამ შედეგების დადგომაში პარტიის თავმჯდომარის პოზიციიდან ჩემი წვლილი შევიტანე", - წერს ირაკლი კობახიძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე. 

გასული წლის 16 იანვარს ქართული ოცნების ყრილობაზე ირაკლი კობახიძე თავმჯდომარედ აირჩიეს. 

კობახიძემ ამ თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი შეცვალა, რომელმაც პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება 11 იანვარს გამოაქვეყნა. 


close დახურვა