logo
ENG



ღარიბაშვილი: საქართველოს მდინარე იორდანესთან მიწა გადაეცა

19 იან 202213:19
3 წუთის საკითხავი
clock 2407

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იორდანიის მეფისა და პრინცის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს მდინარე იორდანესთან მიწა გადაეცა.

როგორც მან სამების ტაძარში თქვა, გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრი აშენდება.

"დღეს ჩვენ ისტორიული მოვლენის მონაწილენი ვართ. მისი უდიდებულესობა იორდანიის მეფის, აბდულა მეორისა და მისი უმაღლესობა პრინც ღაზის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს მდინარე იორდანესთან გადაეცა მიწა მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ. პატრიარქის კურთხევით, აქ აშენდება ქართული კულტურის ცენტრი. 300 წლის შემდეგ საქართველო ბრუნდება წმინდა მიწაზე. ყველა ქართველისთვის ეს სასიხარულო მოვლენა შესაძლებელი გახდა საერო და სასულიერო ხელისუფალთა ერთიანი ძალისხმევის შედეგად", - თქვა ღარიბაშვილმა.


close დახურვა