logo
ENG



სააკაშვილის საზღვრის კვეთის ხელშეწყობისთვის ბრალდებულები გაათავისუფლეს

20 იან 202211:57
3 წუთის საკითხავი
clock 2728

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზღვრის კვეთაში ხელშეწყობისთვის ბრალდებული 4-ვე პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მათ მოსამართლემ პატიმრობა 5 000-5 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა.

ამ საქმეზე დაკავებულები იყვნენ ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე. 

ქართული ოცნების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილმა მიხეილ სააკაშვილმა 2021 წლის 1-ლ ოქტომბერს თქვა, რომ საქართველოშია. იმავე საღამოს ის დააკავეს, საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდება კი დაკავებიდან 20 დღის შემდეგ, 20 ოქტომბერს წარუდგინეს. 


close დახურვა