logo
ENG



სუბარი წალენჯიხის საკრებულოზე: გახარიას პარტია არა ენმ-ს მოკავშირე, არამედ მისი გაგრძელებაა

20 იან 202215:55
3 წუთის საკითხავი
clock 923

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის შემდეგ ქართული ოცნების წევრი, სოზარ სუბარი ამბობს, რომ პარტია საქართველო და ნაციონალური მოძრაობა მოკავშირე პარტიები არიან.

საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი, კორნელი სალია აირჩიეს. აღნიშნულ ფაქტს პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგით გამოეხმაურნენ.

"დღეს მინიმალური კითხვის ნიშანიც ვეღარავის ექნება, რომ გახარია და მისი პარტია სააკაშვილისა და ენმ-ს ინტერესების გამტარებელია. ეს ორი პარტია ერთად ცდილობს, დააზიანონ სახელმწიფო, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ხელოვნურად შექმნან კრიზისი და იმოქმედონ საზოგადოებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ. ახლა უკვე საბოლოოდ გაივლო ხაზი და საზოგადოებისთვისაც გაცხადდა, რომ პარტია საქართველოსთვის დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი არ არის. გახარიას პარტია ენმ-ს არა უბრალოდ მოკავშირე, არამედ მისი გაგრძელებაა", - განაცხადა სუბარმა.


close დახურვა