logo
ENG



გამყრელიძე: ომიკრონი საქართველოში დომინანტი გახდა, თუმცა ცირკულირებს სხვა შტამებიც

20 იან 202216:46
3 წუთის საკითხავი
clock 788
გამყრელიძე: ომიკრონი საქართველოში დომინანტი გახდა, თუმცა ცირკულირებს სხვა შტამებიც

ომიკრონის ცირკულაცია ქვეყანაში იზრდება. ოფიციალურად, ლაბორატორიულად დადასტურებულია 1400-მდე შემთხვევა, ლიდერობს თბილისი, შემდეგ მოდის იმერეთი და აჭარა. მაგრამ ეს არის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები. სხვადასხვა მათემატიკური მოდელირებით, ქვეყანაში დადებითი შემთხვევების 70% მოდის ომიკრონზე. თბილისში ეს პროცენტი უფრო მაღალია და 80% გახლავთ, ხოლო რეგიონში კი 40-60%. დღეს თუ ვთვლით, რომ 70%-ია, ის უკვე დომინანტია, შეგვიძლია ვთქვათ, მაგრამ ცირკულირებს სხვა შტამებიც.

 


close დახურვა